გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ მამალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები.