საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბახმაროში დასუფთავების აქცია მოეწყო.
მდინარე ბახვისწყლის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ზამთრის განმავლობაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაგროვილი ნარჩენებისგან.
აქციას შეუერთდნენ მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპების წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს.