USAID-ის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში პროექტის „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების – ჩოხატაურის, ბათუმის, მარნეულისა და დმანისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ძირითადი მიმართულებები, ასევე, სამომავლო ნაბიჯები და თანამშრომლობის გეგმები.
ღონისძიება ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციისა და საჯარო რეფორმების მხარდაჭერა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.