პროექტის „ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროები“.
აუდიტორიას გააცნეს ინფორმაცია განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ; ასევე, შენობებისთვის ინოვაციური ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები: მზის პანელების დამონტაჟება, შენობის თბოიზოლაცია, ენერგოეფექტური LED სანათების გამოყენება, არაეფექტური შეშის ღუმელების ენერგოეფექტური ღუმელებით ჩანაცვლება.
პროექტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში“ და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“.
მრავალ სხვა აქტივობასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ჩოხატაურის 7 საბავშვო ბაღის განახლება ენერგოეფექტურობის სტანდარტების მიხედვით.
პროექტი „ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.