ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანია ვაზის გურული ენდემური ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაცია, ადგილობრივი საოჯახო მარნების ხელშეწყობა და გურიაში მევენახეობის განვითარება.
წელს სოფელმა ხიდისთავმა უმასპინძლა გურულ და სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ მეღვინეებს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის ძველი სახელწოდება ოცხანაა და „ოცხანური საფერეს“ წარმოშობის ადგილია.
- მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, წარმოადგინეს გურული ცეკვები, სიმღერები, მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა ქუთაისის სასულე ორკესტრმა.
- დასასრულ, ჭურის მოხდის ტრადიციული ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.