ბუკისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის, ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვანსა და ზომლეთში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო 1, 760 კმ მონაკვეთზე.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სახელშეკრულებო ღირებულება 239 544 ლარია.
შემსრულებელია შპს „მთიელები XXI“.
ვანსა და ზომლეთში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 250 000 ლარამდე თანხა გამოიყო (მოეწყო მილხიდები, გაბიონები, წყალგამტარი მილები, ხიდის ბურჯები).
სამუშაოები ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა. ასევე, შეხვდა მოსახლეობას და პირადად მოისმინა მათი მოსაზრებები მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.