გრძელდება შიდა საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა.
ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვემო ონჭიქედში, განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
ბეტონის საფარი დაიგო 1,367 კმ მონაკვეთზე; მოეწყო მილხიდები, სანიაღვრე არხები, კიუვეტები და ცხაურები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
პროექტის სრული სახელშეკრულებო ღირებულება 525 647 ლარია.
შემსრულებელი კომპანიაა ,,გზები და კეთილმოწყობა“.