2023 წლის 21 ივლისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ანა კალანდაძის სახელობის პარკში, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა ფორუმი „ქალები ცვლიან…“ გაიმართა.
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლმენტის წევრები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი რიმა ბერაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ანგარიში. დაანონსდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონკურსი, ასევე ისაუბრეს მიმდინარე ახალგაზრდული იდეების კონკურსზე.
საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს #1 საჯარო სკოლისა და გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ახალგაზრდა მეწარმეს, ნინო კობახიძეს ესტუმრა და მისი ფერმა დაათვალიერა.
მომდევნო წელს ქალთა ეკონომიკური აქტივობის გაძლერების მიზნით, ჩოხატაურში ინტერმუნიციპალური ფორუმის ჩატარება დაიგეგმა.