ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ წიფნარში დაიგო 520 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი. დამონტაჟდა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, საგზაო ნიშნები, სასაფლაოს შესასვლელებში მოეწყო ლითონის კარები და სასაფლაოს კიბის საფეხურები.
აღნიშნული ღონისძიებები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 146 171 ლარია. შემსრულებელია შპს „შარამმშენი“.
კოხნარი-წიფნარის დამაკავშირებელ გზაზე მოეწყო ყრილდამჭერი კედელი, აღდგა დაზიანებული წყლის სისტემის 200-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე, სოფელ წიფნარში ბეტონის საფარი დაიგო 330 მეტრ მონაკვეთზე.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 210 935 ლარით დაფინანსდა.
შემსრულებელი კომპანიაა „გერმანულ-ქართული სამშენებლო საზოგადოება“.
სოფელ ნაკადულში 200 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო სანიაღვრე სისტემები და ცხაურები.
პროექტის ღირებულებაა 133 470 ლარი.
შემსრულებელია შპს „ერ ენდ ბი კომპანი“.