ხიდისთავში, ანა კალანდაძის პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუსიკალური საღამო გაიმართა.
მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონა, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები.
ჩატარდა თითების თეატრის სპექტაკლები და მრავალფეროვანი გასართობი თამაშები.
საღამო გელა გნოლიძისა და ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდა.