ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს სხდომა გამართა.
საბჭოს წევრებთან ერთად მერმა განიხილა შემდეგი საკითხები:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები;
- ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N1 ქუჩისთვის, 3 ჩიხისა და 1 შესახვევისთვის მურთაზ ირემაძის სახელის მინიჭების საკითხი;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი (2024-2027 წლები) განვითარების დოკუმენტის მომზადების პროცესი.
მომხსენებელი: ზაზა ცინცაძე, საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებისა და განახლებადი ენერგიის მოხმარების პოლიტიკა.
მომხსენებელი: ლელა მდინარაძე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი