ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქართველ მიგრანტთა მდგრადი რეინტეგრაციის, მათი ჩართულობით ბიზნეს და სათემო ინიციატივების განვითარების საკითხი.
IOM-ის წარმომადგენლებმა მერს სოფელ შუა სურებში ჩატარებული სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების კვლევისა და პერსპექტიული თანამშრომლობის შედეგები წარუდგინეს.
მხარეები მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ თემში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და სათემო ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.