შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით, ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საეპისკოპოსო რეზიდენციასა და დედათა მონასტერში კუნძულ კერკირადან ( საბერძნეთი ) წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამობრძანდა.
სიწმინდე ჩოხატაურში დარჩება და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ.
საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა, რომელსაც ეპარქიის სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.