ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს პოლონეთის დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და მეწარმეებთან.
ტარჩინის მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ჩოხატაურში განხორციელდება პროექტი „გურიის ხილის აკადემია“. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური საწარმოს შექმნას, რაც ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს დაეხმარება პროდუქტის რეალიზაციაში.
დელეგაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს გურიის ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ადგილები.