ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფორუმში „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომლის მიზანიცაა მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
ჩოხატაურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თეა უჯმაჯურიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე – „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასების ინსტრუმენტი (ბენჩმარკინგი)“.