მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ მამალაძე და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა მამალაძე, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდა პედაგოგებს შეხვდნენ და პროფესიული დღე პირადად მიულოცეს.
N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ მეგრელიძე, ბუკნარის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი გიორგი გეგენავა, ჩხაკოურისა და N1 საჯარო სკოლების ფიზიკის პედაგოგი ჯუმბერ გიორგაძე, საჭამიასერის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი ბექა ქორიძე და ზემო ფარცხმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მარიამ სანიკიძე საგანმანათლებლო პროექტებში მიღწეული წარმატებებისთვის სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს თავიანთი სკოლებისთვის გრანტების მოპოვების მიმართულებით გაწეული წვლილისთვის.
მუნიციპალიტეტის მერია ყველა პედაგოგს ულოცავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს და წარმატებას უსურვებს.