კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის – eAuction.ge -ის გამოყენების შესახებ სემინარი ჩატარდა, რომელსაც მეწარმეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ციფრული მხარდაჭერის“ პროგრამა, ციფრული წიგნიერების შესახებ სასწავლო მოდულებთან ერთად, ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობას და ამ მიმართულებით შესაბამისი სემინარების ჩატარებას.