ევროკავშირის პროექტის – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ“ ფარგლებში, მერიისა და საკრებულოს ათი საჯარო მოხელე სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ პოლონეთის გამოცდილებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების სფეროში; ეწვივნენ ევროპული სოლიდარობის ცენტრს, გარემოს დაცვისა და წყლის მენეჯმენტის რეგიონულ ფონდს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, ორგანიზაციასა და დაწესებულებას, სადაც იყენებენ თანამედროვე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს. მათ ასევე პოლონელ კოლეგებს გაუზიარეს ჩოხატაურის მიღწევები ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების სფეროში.
ვიზიტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობისა და “სასწავლო ტურები პოლონეთში”- პროგრამების ფარგლებში.