„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (IOM) წარმომადგენლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნესიდეის მხარდასაჭერი საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია წარადგინეს, რომელსაც ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.
პროექტს „გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის“ ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განვითარების ფონდის (IDF) ფინანსური მხარდაჭერით.
ბიზნესგეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს.
აღნიშნული პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციასა და ადგილობრივი თემების გაძლიერებას ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=494874