შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდ. საშუალაზე 2,25 მგვტ დადგმული სიმძლავრის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰესის, 35 კვ. მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზისა და 35 კვ. ძაბვის ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიში.
სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული
შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 10
ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.