„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგი გაიმართა.
მოქალაქეებს „ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ ძუძუს მამოგრაფიული კვლევა და პაპ-ტესტი ჩაუტარდათ.
აღნიშნული აქცია მერიისა და ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ჩოხატაურის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა მამალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.