ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰადას მეიცადი ეწვია.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ელჩი დაესწრო სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ისრაელელ და ქართველ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.
ელჩი შეხვდა N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათთან ისაუბრა ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების სირთულეებზე და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე.
ჰადას მეიცადი ასევე დაესწრო ღონისძიებას სამუსიკო სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ქართულ-ებრაული სიმღერები შეასრულეს.