2023 წლის 08 ნოემბერს გენდერული თანასწორობის საბჭომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გამოცხადებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერ კონკურსში, გამარჯვებული გამოავლინა. ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული პროექტი გახდა „გასართობ- შემეცნებითი სივრცე „დანდულენდი“ – ავტორი რუსუდან კობიძე, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 5 000(ხუთი ათასი) ლარით.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში მონაწილე ყველა პროექტი საინტერესო და აქტუალური იყო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გენდერული თანასწორობის საბჭო მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე და მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი პროექტების განხორციელებას.