ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში გზებისა და სამანქანო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამანქანო ხიდის მოწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს.
სამუშაოები ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით თოდრიასთან ერთად მოინახულა და მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.