ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
დასრულდა სოფელ შუა ფარცხმისა და დაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 447 442 ლარია.
- ბეტონის საფარი დაიგო 810 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე,
- აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა
ინფრასტრუქტურული პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.