რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ასფალტის საფარი დაიგო 1300 მეტრი გზის მონაკვეთზე.
სამუშაოების ღირებულებამ 358 000 ლარი შეადგინა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.