პროექტ „გურიის ხილის აკადემიის“ ფარგლებში, ჩოხატაურს სტუმრობდა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების პოლიტიკის ფონდი“.
სტუმრები, პროექტის განმახორციელებელ გუნდთან და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად, ეწვივნენ ადგილობრივი ფერმერების ხეხილის მეურნეობებს.
ვიზიტის დროს განიხილეს ტარჩინისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტ ალიონს“ შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის საკითხები. ასევე, დაიგეგმა პროექტის განხორციელებისათვის მომდევნო სამუშაოები.