ჩოხატაურის მერის ინიციატივით მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ბუკისციხეში, ქვაბღასა და ჩხაკაურაში დასახლების საერთო კრება გაიმართა.
საერთო კრებებზე განსახილველი საკითხი იყო: „ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით სოფლის განვითარების პერსპექტივები“.
მოსახლეობამ კენჭისყრის საფუძველზე მათთვის პრიორიტეტული სამ-სამი საკითხი აირჩია.
დასახლების საერთო კრებები ჩატარდა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით.