მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმოადგინეს პრიორიტეტები და პროგრამები, რომელთა დაფინანსებაც მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან იგეგმება.
შეხვედრა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.