ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალშენისა და გორაბერეჟოულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
- ასფალტის საფარი დაიგო 2,7 კმ გზის მონაკვეთზე.
- ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
პროექტის ღირებულება 556 603 ლარია, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.