ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ კვლევის პრეზენტაციაზე – პერსპექტივების გააზრება: მოქალაქეთა და ბიზნესის დამოკიდებულებები ადგილობრივი მმართველობისა და სერვისების მიმართ.
კვლევა მიზნად ისახავს დისკუსიის ხელშეწყობას, აღქმებისა და დამოკიდებულებების გამოვლენას მუნიციპალური საჯარო სერვისების, კერძო სექტორის სერვისების, ადგილობრივი მმართველობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართ.
ღონისძიების ფარგლებში, ექსპერტებმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სიღრმისეულად გაანალიზეს კვლევის შედეგები სამი პარალელური სესიის მეშვეობით – კმაყოფილება, ხელმისაწვდომობა, ხარისხი: მუნიციპალური სერვისების მიწოდების რეფორმა; დიალოგი განვითარებისთვის: თანამშრომლობის ხელშეწყობა ადგილობრივი ბიზნესის ეკოსისტემაში; და ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა მრავალფეროვანი საზოგადოების პერსპექტივიდან.
ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ აუდიტორიას გაუზიარა სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით მუნიციპალიტეტის წარმატებული მაგალითი და პრაქტიკები.
კვლევა ჩატარდა კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში.