საჯარო განხილვისთვის წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტს. მოსაზრებები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ, როგორც ონლაინ, ასევე მერიაში შეხვედრის მეშვეობით. მისამართი წერეთლის ქუჩა N2.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (MDD) ასახავს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და გეგმებს, რომელიც ეფუძნება სიტუაციის ანალიზს, მუნიციპალიტეტის რესურსულ შესაძლებლობებს და მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისა და ინკლუზიური, მოქალაქეებზე ორიენტირებული ადგილობრივი მმართველობის დანერგვისკენ.
დოკუმენტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის 2024 -2027 წლების სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც მოიცავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ ზრდას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალურ-კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას, გარემოსდაცვით მდგრადობას და გაუმჯობესებულ ციფრულ მმართველობას.
ჩოხატაურის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი 2024-2027
ჩოხატაურის სამოქმედო გეგმა 2024-2025