ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ხელოვნების სასახლის წინ საკონცერტო პროგრამა კულტურის ცენტრთან არსებულმა საბავშვო სტუდიამ „მომავლის ბავშვები“ და ევროპული ცეკვების სტუდიამ წარმოადგინეს.
განათდა ჩოხატაურის ქუჩებიც. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის, ჩოხატაურს საახალწლო ილუმინაციები გადაეცა.
ადგილობრივებს დამდეგი შობა-ახალი წელი ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცა.
ღონისძიებას, მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.