ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
ხიდისთავი-ჭაჭიეთის დამაკავშირებელი გზისა და ხიდისთავისა და წიფნაგვარას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
- ჯამურად ბეტონის საფარი დაიგო 1,3 კმ-ზე.
- პროექტის ღირებულება 359 012 ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
- ხიდისთავში მოქმედი “საშუალაჰესის” თანამონაწილეობით, ასევე, ასფალტობეტონის საფარი დაიგო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
- თანადაფინანსებული პროექტის ღირებულებამ 75 000 ლარი შეადგინა.
- სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.