გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა წიფნარის საჯარო სკოლის პედაგოგს, ნუნუ ანდღულაძეს, ესტუმრნენ, რომელიც 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა. დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.