ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ჩოხატაურის ბიუროს ხელმძღვანელ სოფო ჯინჭარაძესთან და დაბის მაჟორიტარ დეპუტატ ჯუმბერ ბერძენიშვილთან ერთად საგანგებო რეჟიმით მომუშავე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის; კლინიკების – „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ და „მედალფა“ სამედიცინო პერსონალს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ჩოხატაურის რაიონული სამმართველოსა და მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც ახალი წლის ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.