საქართველოში პირველად მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა იმუშავა.
საჯარო კონსულტაცია ინოვაციური მეთოდოლოგიის – სამოქალაქო ლაბორატორიის (Civiclab) გამოყენებით წარიმართა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩაერთნენ.
მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მუნიციპალიტეტისთვის საკუთარი შეხედულებები და იდეები გაეზიარებინათ.
საკონსულტაციო შეხვედრა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრას მოქალაქეებთან ერთად საჯარო მოხელეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.