ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, შესაბამისი კომისიის წევრებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს.
შეგახსენებთ, 6 თებერვლის ძლიერმა ქარმა და წვიმამ დაბასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მდინარის ჯებირები, საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობებისა და სკოლის სახურავები, ასევე, გორაბერეჟოულის ტყეპარკში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სახურავი; წააქცია მრავალწლოვანი ხეები; გამოიწვია მეწყრული პროცესები.
ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა ბახმაროს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ადგილზე არიან მობილიზებულნი.
- ზოტისა და ქვაბღის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გაწმენდილია;
- ზემო სურების მიმართულებით გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. მერია უზრუნველყოფს ქირის გადახდას.
მიმდინარეობს ზარალის ზუსტი აღწერა.