„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები/კონსულტაციები დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: საყვავისტყე , დაბლაციხე, ბუკისციხე, იანეული, გუთური, გორაბერეჟოული, ზემო ფარცხმა, შუა ფარცხმა.
აღნიშნული პროგრამისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 730 000 ლარია გამოყოფილი.
თითოეულ სოფელში მოსახლეობა თავად წყვეტს, რომელი პროექტი დაფინანსდეს.
შეხვედრებს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე პირველ მოადგილესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.