ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა.
„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“- წელს ამ გზავნილის გარშემო გაერთიანდა მსოფლიო.
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ღონისძიება სახელწოდებით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გაიმართა.
ბავშვები, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ.
ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ბენეფიციარებს პირადად ესტუმრნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.