„USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ქალაქ ბათუმში პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჩოხატაურის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მიიღეს ინფორმაცია კერძო სექტორთან პარტნიორობის და დიალოგის მოდელების შესახებ; იმსჯელეს ბიზნესის ჩართულობის მექანიზმების გარშემო, როგორიცაა: საჯარო შესყიდვები, მუნიციპალური სერვისები, უძრავი ქონების მართვა და სხვა.