ქალთა ფონდ „სოხუმის“ მხარდაჭერით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საჭიროებების კვლევა ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა იდენტიფიცირება.
კვლევა განხორციელდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ.
კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა კომისიის შემდეგი აქტივობები.