საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ და მერის პირველმა მოადგილემ მაია კუტუბიძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
- სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ქვაბღა-ზოტის დამაკავშირებელ გზაზე სამანქანო ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომლის ღირებულებაც 714 235 ლარია. აღნიშნული ხიდი დიდი ხნის გამოწვევას წარმოადგენდა სოფლებისთვის.
- ასევე, საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩომეთში, მეწყრულ გარემოში ხიმინჯოვან ფუძეზე მრუდხაზოვანი ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 465 759 ლარია.
- რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაბა ჩოხატაურში, გურიის ქუჩაზე, სკვერისა და სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 738 790 ლარია.