თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში USAID-ის მედიის პროგრამასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მედიასთან.
მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა პრეზენტაცია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში „ეისითის“ მიერ განხორციელებული მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და სერვისების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულებების კვლევის შედეგებზე.
კვლევის მიხედვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მოქალაქეთა კმაყოფილების კუთხით მაღალი შეფასება აქვს.
შეხვედრის ბოლოს აუდიტორიას საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცა.