სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის კუთხით ქალაქ ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა.
ჩოხატაურის, ზუგდიდისა და ბათუმის მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკები მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით.