ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღე აღინიშნა.
- კრიმანჭულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ეკოკლუბისა და ცეკვის წრის მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა.
- მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ჩოხატაურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით 24-მა საჯარო სკოლამ მაკულატურა შეაგროვა. მათ მერიისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.