მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივით ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „გვეთამაშე“ იწყებს ფუნქციონირებას.
ცენტრი 2-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება. მას უხელმძღვანელებს ფსიქოლოგი (ქცევის თერაპევტი) თამარ მალაციძე.
ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სერვისები:
ქცევის თერაპია;
აკადემიური თერაპია;
მეტყველების თერაპია;
ფსიქოთერაპია;
ფსიქოლოგის კონსულტაცია
გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.