ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი.
შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა;
ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ.
საზეიმო ღონისძიებები ხელოვნების სასახლეში კვარტეტ „უნისონის“ კონცერტით გაგრძელდა.
დასასრულ გამოვლინდნენ საპატიო ჩოხატაურელები:




მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ლეილა კოტრიკაძე, ვარდო თოდრია, დოდო მამალაძე, ნათელა მეგრელიშვილი.

ლევან ბაიაჯანი, ცისანა გოგოლაძე, თეიმურაზ კოროშინაძე.

გრიშა თოდრია, გია გიორგაძე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა ესწრებოდნენ.










