ჩოხატაურში სამოქალაქო ბიუჯეტის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
შეგახსენებთ, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული მამოგრაფიაზე დაფუძნებული უფასო სკრინინგ პროგრამის დანერგვის პროექტი გახდა.
მამოგრაფიის აპარატი უკვე შეძენილია. კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ 40-დან 70-წლამდე ასაკის ქალბატონები უფასო სკრინინგ-პროგრამით ისარგებლებენ.
პროექტის ავტორმა სალომე გუდავაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აპარატი პირადად წარუდგინა.
ჩოხატაურში მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებისთვის 50 000 ლარი იყო გამოყოფილი და მოქალაქეებს საკუთარი იდეების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ.