მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბახმარომ უკვე მეორედ „მთის დღეებს“ უმასპინძლა.
ადგილობრივ დამსვენებლებსა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, გასართობ, შემეცნებით და კულინარიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ.
„მთის დღეები 2024-ის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ:
ექიმი სულიკო ირემაძე, რომელიც 20 წელზე მეტია, მაღალმთიანი სოფლის, ზოტის, საექიმო ამბულატორიის ექთანია. ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ზოტის საჯარო სკოლაში.ექიმი მარიამ ჯიქია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს ნაბეღლავის, ქვაბღის, ჩხაკოურასა და მუჭუთას სოფლის ექიმად.
როლანდ სიხარულიძე, რომელიც ბახმაროში ხის ხელნაკეთ ნივთებს აკეთებს. საყვარელ საქმეს ის 20 წელზე მეტია ემსახურება.
ღონისძიებები დღის ბოლოს ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტითა და კვარტეტ „რანინას“ სიმღერით კოცონთან დასრულდა.
„მთის დღეებს“ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.